ScoutPro სკაუტისა და აგენტისთვის
ზუსტი ფილტრები, დაკვირვების სია პირადი შენიშვნებით, შედარება და მოწვევები.
სკაუტისა და აგენტისთვის დრო ყველაზე ძვირფასია. ScoutPro ისეა აწყობილი, რომ საჭირო მოთამაშე რამდენიმე წამში იპოვო.
ზუსტი ძებნა
ძებნაში ფილტრავ პოზიციით, ასაკობრივი კატეგორიით, ფეხით, სქესით, ქალაქით და სტატუსით. მაგალითად, შეგიძლია ნახო მხოლოდ თავისუფალი აგენტები ან ისინი, ვინც კლუბს ეძებს. სიაში თითოეულ მოთამაშეს პოზიცია, ასაკი, ფეხი, სიმაღლე და კლუბი უწერია.
დაკვირვების სია
საინტერესო მოთამაშეს დაკვირვების სიაში ინახავ და პირად შენიშვნას უწერ, რომელსაც მხოლოდ შენ ხედავ.
შედარება
რამდენიმე მოთამაშეს ერთ ცხრილში ადარებ: პოზიცია, ასაკი, სიმაღლე, წონა, ფეხი, კლუბი და სტატუსი.
მოწვევები და შეთავაზებები
მოთამაშეს ოფიციალურ მოწვევას უგზავნი, ფეხბურთელები კი შენ გიგზავნიან კანდიდატურას ბარათითა და ვიდეოთი. მიღების შემდეგ კონტაქტები ორივე მხარისთვის იხსნება.
ლიცენზია
ატვირთე შენი ლიცენზია ან სერტიფიკატი. ადმინისტრატორის დადასტურების შემდეგ ის პროფილზე გამოჩნდება და ნდობას გაზრდის.
