წესები და პირობები
1. ზოგადი დებულებები ScoutPro არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც ფეხბურთის სფეროს წარმომადგენლებს ერთმანეთის აღმოჩენასა და დაკავშირებაში ეხმარება. პლატფორმაზე რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებს.
2. რა არის და რა არ არის ScoutPro ScoutPro არ არის საფეხბურთო კლუბი, აკადემია, სააგენტო, აგენტი ან მენეჯერი. პლატფორმა არ მონაწილეობს ფეხბურთელის შერჩევის, კონტრაქტის გაფორმების, ტრანსფერის ან სხვა სპორტული და კომერციული გადაწყვეტილების მიღებაში. ScoutPro ქმნის შესაძლებლობას, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას იღებენ თავად მხარეები.
3. ანგარიში და რეგისტრაცია რეგისტრაცია უფასოა. ერთ მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე პროფესიული პროფილი. თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშის უსაფრთხოებაზე და მასზე განხორციელებულ ყველა მოქმედებაზე. აკრძალულია სხვისი სახელით რეგისტრაცია.
4. პროფილი და PRO პაკეტი პროფილის შექმნა და გამოქვეყნება ყველა კატეგორიისთვის უფასოა. PRO პაკეტი ნებაყოფლობითი ფასიანი სერვისია და ერთ კონკრეტულ პროფილს ემაგრება: არჩეული ვადის განმავლობაში ეს პროფილი ჩანს სიებისა და ძებნის სათავეში, მთავარი გვერდის „რჩეულ პროფილებში“, აქვს PRO ნიშანი და ნახვების სტატისტიკა. PRO არ არის ScoutPro-ს რეკომენდაცია ან შეფასება. ვადის გასვლის შემდეგ პროფილი გამოქვეყნებული რჩება და ჩვეულებრივ რიგში ჩანს. ცალკეული დამატებითი სერვისების ფასი (მაგალითად, სელექციის განცხადება ან ტურნირის შექმნა) ჩანს გადახდამდე.
5. ინფორმაციის სისწორე თქვენ ადასტურებთ, რომ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და განახლებული. ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის განთავსება იწვევს პროფილის შეჩერებას ან წაშლას.
6. დადასტურებული პროფილი დადასტურების ნიშანი ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ შესაბამისი დოკუმენტი ან ინფორმაცია გადამოწმდა. ის არ წარმოადგენს ScoutPro-ს პროფესიულ რეკომენდაციას, გარანტიას ან შეფასებას.
7. აკრძალული ქცევა აკრძალულია სხვა პირის შეურაცხყოფა, დისკრიმინაცია, სპამი, თაღლითობა, სხვისი პერსონალური მონაცემების უნებართვო გამოქვეყნება, არასრულწლოვნისთვის საზიანო ქმედება და კანონსაწინააღმდეგო შინაარსის განთავსება.
8. კონტენტი პლატფორმაზე ატვირთული მასალის უფლებები რჩება მფლობელს. ატვირთვით თქვენ ანიჭებთ ScoutPro-ს უფლებას შეინახოს და აჩვენოს ეს მასალა პლატფორმის ფარგლებში.
9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა ScoutPro არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლების მიერ განთავსებულ ინფორმაციაზე, მათ შორის შეთანხმებებზე, რომლებიც პლატფორმის მეშვეობით გაცნობის შედეგად წარმოიშვა.
10. ცვლილებები ScoutPro იტოვებს უფლებას შეცვალოს წესები. მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ მომხმარებელი ინფორმირებული იქნება პლატფორმის მეშვეობით.
