ScoutPro კლუბისა და მწვრთნელისთვის
სელექციის გამოცხადება, მოთამაშის მოწვევა, დაკვირვების სია და ტურნირები: ყველაფერი ერთ ადგილას.
კლუბს, აკადემიას, სკოლასა და მწვრთნელს ScoutPro ეხმარება, რომ სწორი მოთამაშე სწრაფად იპოვონ და გუნდი მარტივად მართონ.
გვერდი და ფოტოები
შექმენი კლუბის ან აკადემიის პროფილი, ატვირთე 10-მდე ფოტო და აირჩიე მთავარი, რომელიც სიებში გამოჩნდება. დაამატე აღწერა, ქალაქი და კონტაქტი.
სელექციის გამოცხადება
„სელექციის“ გვერდზე გამოაქვეყნე, ვის ეძებ: პოზიცია, ასაკი, ქალაქი და ბოლო ვადა. ფეხბურთელების განაცხადები ბარათითა და ვიდეოთი მოვა, შენ კი კაბინეტში იღებ ან უარყოფ მათ.
მოთამაშის მოწვევა
ნებისმიერი ფეხბურთელის გვერდზე ღილაკი „საცდელზე მოწვევა“ ოფიციალურ მოწვევას აგზავნის თარიღით, დროითა და ადგილით. მიღების შემდეგ კონტაქტები ორივე მხარისთვის იხსნება.
ძებნა, დაკვირვება და შედარება
ძებნაში ფილტრავ პოზიციით, ასაკით, ფეხით, სქესით, ქალაქით და სტატუსით. საინტერესო მოთამაშეს დაკვირვების სიაში ინახავ პირადი შენიშვნით და მოთამაშეებს ერთმანეთს ადარებ.
ტურნირები
შექმენი ტურნირი კატეგორიებით ან დაარეგისტრირე გუნდი სხვის ტურნირზე. ორგანიზატორი რეგისტრაციებს კაბინეტიდან ადასტურებს.
მწვრთნელისთვის დამატებით
ატვირთე ლიცენზია (უფასოდ მოწმდება) და, თუ გინდა, გაიარე ვერიფიკაცია მწვანე ნიშნისთვის.
