ScoutPro მოედნისა და მაღაზიისთვის
ფოტოები, ფასები, სამუშაო საათები და პროდუქციის კატალოგი: როგორ მოიზიდოთ მეტი მომხმარებელი.
ScoutPro მოედნის მფლობელებსა და სპორტულ მაღაზიებს ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან და მშობლებთან აკავშირებს.
მოედნის გვერდი
შექმენი „მოედნის მფლობელის“ პროფილი, ატვირთე 10-მდე ფოტო და აირჩიე მთავარი. შეავსე საფარი, ფორმატი, ზომა, განათება, სამუშაო საათები და ფასები (საათში, საათნახევარში, ტურნირისთვის). ეს ყველაფერი გვერდზე მოწესრიგებული ბარათებით ჩანს, ტელეფონზე კი ერთი დაჭერით რეკავენ.
ტურნირები
მოედანს შეუძლია თავად შექმნას ტურნირი და მიიღოს გუნდების რეგისტრაცია.
მაღაზიის კატალოგი
შექმენი „მაღაზიის მფლობელის“ პროფილი და დაამატე პროდუქცია: ფოტო, აღწერა, ფასი და კატეგორია. მომხმარებელი საყიდლად პირდაპირ გირეკავს. პირველი რამდენიმე განცხადება უფასოა და თითოეული განცხადება განსაზღვრული ვადით ქვეყნდება; ზუსტ პირობებს პროდუქციის დამატებისას ნახავ.
მეტი ხილვადობა
PRO პაკეტით შენი მოედანი ან მაღაზია სიების სათავეში და მთავარ გვერდზე გამოჩნდება.
